თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ფარმაცევტული
ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
თსსუ-ის პროფესორები საპატიო წოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეზე დააჯილდოვეს. საიუბილეო ღონისძიება ბათუმში,
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ აღინიშნა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს
თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის
ხელმძღვანელს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს ამ აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 90 წლის იუბილეს.