თსსუ-ის რექტორი პროფესორი ირაკლი ნატროშვილი რექტორთა კონფერენციას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მონაწილეობა მიიღო რექტორთა კონფერენციაში, რომელიც  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 2025 წლის 27 ნოემბერს გაიმართა. 

კონფერენციას საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები — საჯარო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები — ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული პირველადი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში რექტორთა კვოტირების საკითხი. 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილეებმა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს