თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ‘’ნიღაბი 2025’’იწყება!

სლოგანით „ათასი ნიღბით და ერთი გულით“ 2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2025“ იწყება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენის მასპინძელი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია 8 უნივერსიტეტის თეატრალური დასი: 

კავკასიის უნივერსიტეტი - „უსახელი ვარსკვლავი“

სივრცის თეატრი - „მარადიული სიყვარული“

იტალია, სალერნოს უნივერსიტეტის თეატრი - „ძალად ექიმი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - „დარისპანის გასაჭირი“ 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „ზაფხულის ღამის სიზმარი“

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU – „ნატვრის ხე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თეატრი „ჰიგია“ – „აგათა“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი " თეატრონი" - "კურიერი"

სხვადასხვა უნივერსიტეტის თეატრალური დასები მაყურებელს განსხვავებული სტილისა და ჟანრის სპექტაკლებს შესთავაზებენ, რაც ფესტივალს ნამდვილ შემოქმედებით დღესასწაულად აქცევს.

ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართება ნიკოლოზ წულუკიძის მასტერკლასი.

წარმოდგენებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

- ეკა მჟვანაძე — ჟიური თავმჯდომარე, მსახიობი;

- ნინელი ჭანკვეტაძე — მსახიობი;

- ნიკა ჩიკვაიძე — რეჟისორი;

- ნინო გაჩეჩილაძე — მსახიობი;

- გუგა ქაცარავა — მსახიობი;

- თემიკო ჭიჭინაძე — მსახიობი;

- გიორგი სიხარულიძე — რეჟისორი;

- მარიამ როინიშვილი — მსახიობი.

ფესტივალი, ტრადიციულად სტუდენტური შემოქმედების პოპულარიზაციას, თეატრალური ხელოვნების როლის გაძლიერებას და უნივერსიტეტებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

„ნიღაბი 2025“-ის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2025 წლის 16 დეკემბერს!

წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია!