თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა

თსსუ კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრმა  LIFESTRAND Erasmus+ პროექტის ფარგლებში  “მწვანე სკოლის” უფროსკლასელებს უმასპინძლა. 

მონაწილეებმა გაიარეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ინტენსიური ტრენინგი, რაც მოიცავს:

• ახალგაზრდებში უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებას

• რეალურ კრიტიკულ სიტუაციებში სწორი ქმედებების ცოდნას

• ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარებას, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა ორიენტირებული.

პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარეს ცენტრის გამოცდილმა ინსტრუქტორებმა. მოსწავლეებს შეასწავლეს CPR-ის (გულის-ფილტვის რეანიმაცია) საფუძვლები, ტრავმის შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების პრინციპები, უსაფრთხო გარემოს შეფასება და გადაუდებელი სიტუაციებში მოქმედების გეგმა.