ძირითადი ინფორმაცია
შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა" (პირვანდელი სახელწოდება - მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა) 2009 წელს დაარსდა პროფესორ გოჩა ინგოროყვას მიერ.
საუნივერსიტეტო კლინიკის დაარსების მიზანი იყო ისეთი სამედიცინო ცენტრის შექმნა, სადაც პაციენტები მიიღებდნენ ყველა პროფილის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში.
კლინიკის პრინციპია იყოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებული იქნება პაციენტებზე.
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ევროპული დონის სამედიცინო მომსახურება ინოვაციური სამკურნალო ტექნოლოგიების გამოყენებით.