თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გამოვლინდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

ფინალურ შეჯიბრში, მოაზროვნეების გუნდმა — Cosa-Nostra Jr - მა გაიმარჯვა, რომლის  შემადგენლობაში იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები:

• კონსტანტინ მაქსიმილიან პეტერი

• ნიკოლოზ ჩიხლაძე

• ლუკა ლომინაშვილი

• საბა დუჩიძე

• დავით ლეფსაია

• ცოტნე ცუცქირიძე

შეჯიბრი, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი გაიმართა -  26 ნოემბერს, მეორე ეტაპი - 5 დეკემბერს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს წინა ეტაპზე გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს  Cosa-Nostra Jr -ს გუნდს  გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.