აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელები თსსუ-ის წარმომადგენლებს

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული და უანგარო წვლილისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექიმებისა და ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ზაზა ბოხუას და უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსს აკაკი ბარკალაიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა, სადაც მინისტრმა უწყების მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამები და პროექტები განიხილა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა და განხორციელდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კვლავ აქტიურად განაგრძობს იმ ინიციატივებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.