თსსუ-ში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, რომელიც თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული კლასიკური მუსიკის ჯგუფის დაარსების 15 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ კლასიკური მუსიკის განყოფილების წევრები, თსსუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, როგორც ძველი ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები.

კონცერტი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროგრამით, შესრულდა: ბეთჰოვენის, შოპენის, ბახის, რახმანინოვის, ლაღიძის, ჰენდელის და სხვა კლასიკური ნაწარმოებები.

საღამოს ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი

კლასიკური მუსიკის ჯგუფის ხელმძღვანელია - მაესტრო გოდერძი ჩიტაიშვილი.