თსსუ-ის წარმატებულმა სტუდენტებმა სახელობითი სტიპენდიები მიიღეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის თოთხმეტ წარმატებულ სტუდენტს სახელობითი სტიპენდიები გადაეცა. საზეიმო ღონისძიება თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა.

რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: 

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, როდესაც კონკრეტული ადამიანები სტუდენტებისთვის სახელობით სტიპენდიებს აწესებენ. ეს ერთგვარი დაფასებაა სტუდენტების შრომის და ამავე დროს,  ძლიერი მოტივაცია სხვა ახალგაზრდებისთვის. სიკეთე გადამდებია. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში წარმატებული სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ სტიპენდიების დაწესებაში მიიღო მონაწილეობა.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, სტუდენტები, ასევე სტიპენდიების გამცემი პირები და ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მადლობის სიგელები გადასცა ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, რომლებმაც თსსუ-ის სტუდენტებისთვის სახელობითი სტიპენდიები დააწესეს.

სახელობითი სტიპენდიები და წარმატებულ სტუდენტთა სია:

პროფესორ შიო გუგეშაშვილის სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიის გამცემი: ემერიტუსი პროფესორი დავით გორდელაძე

სტიპენდიატი: მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი - ხატია ჩაჩუა

•ბიძინა ჭუმბურიძის სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიის გამცემი: პროფესორი თამარ ჩიკვილაძე

სტიპენდიატი: ფარმაციის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი - მარიამ ენუქიძე

იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიები: 

იოველ ქუთათელაძის სახელობის სტიპენდია

სტიპენდიატი: ფარმაციის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი - დიანა სარქისიანი 

ეთერ ქემერტელიძის სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიატი: ფარმაცევტული ანალიზის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტი - ნინო გელხვიიძე

პროფესორ ავთანდილ ჯორბენაძის სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიის გამცემი: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია 

სტიპენდიატი: მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი - ლუკა ჯღარკავა

ემერიტუს დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდია

სტიპენდიის გამცემი: ემერიტუსი დავით გორდელაძე 

სტიპენდიატი: მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი - სალომე ქუთათელაძე

პროფესორ შალვა თოიძის სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიის გამცემი: ემერიტუსი პროფესორი ილია ჭანუყვაძე 

სტიპენდიატი: მედიცინის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი - ვახტანგ კახიანი

•თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდია

სტიპენდიის გამცემი: გოგა ჩანადირი 

სტიპენდიატები: ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი - ალბერტ სომხიშვილი;

საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის III სემესტრის სტუდენტი -  სალომე კვარაცხელია;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი - მარიამ კევლიშვილი;

ფარმაციის ფაკულტეტის V სემესტრის სტუდენტი - საბა ბაჩალიაშვილი

•„ჰეალაინ ინტერნეიშენალის“ სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიის გამცემი: „ჰეალაინ ინტერნეიშენალის“ დირექტორი ირაკლი ბებიაშვილი 

სტიპენდიატები:  მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი - ანი გოგოჭური;

მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი - გიორგი ჯამბურია

•„იმედის კლინიკის“ სახელობის სტიპენდია 

სტიპენდიის გამცემი: „იმედის კლინიკის“ გენერალური დირექტორი დავით კობეშავიძე 

სტიპენდიატი: მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი - ნია ბოლაშვილი