IFMSA - საქართველო

      

ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციის IFMSA-ის ბაზაზე, რომელიც 1951 წელს დაარსდა და დღემდე მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

IFMSA წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შვილობილ ორგანიზაციას და მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაცია (AMEE) და სხვა.

IFMSA–ის ძირითად მიზანს წარმოადგენს შექმნას პლატფორმა, რომელშიც იქნება გაერთიანებული  ყველა მედიკოსი სტუდენტი, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია  და მომავალი ჯანდაცვის სისტემის ლიდერების აღზრდა.

საქართველოს მედიკოს სტუდენთა ასოციაცია შეიქმნა 2015 წელს და 2018 წლის მარტის შეხვედრაზე  გახდა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. 

ორგანიზაცია მუშაობს 6 ძირითადი კომიტეტის მიმართულებით: 



GMSA მრავალი წელია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.აღნიშნული პროექტები ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და GMSA-ის ლოკალური კომიტეტის ორგანიზებით, რომლებიც დიდი დაინტერესებითა და მასშტაბურობით გამოირჩევა. 

საკონტაქტო ინფორმაცია

პრეზიდენტი:  ელენე გუნია 555 103 883;

Email: gmsa@tsmu.edu

Web: ifmsa.org;

Facebook: www.facebook.com/GeorgiaMSA/?mibextid=LQQJ4d

გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ: