პორტაბელური დამტენების (Power Bank) გაზიარების სადგურები თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განაგრძობს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე სერვისების შეთავაზებას. 

ელექტრონული მოწყობილობები სასწავლო პროცესის და ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს და თსსუ-ის პერსონალს მათზე უწყვეტი წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზნით, უნივერსიტეტის სივრცეში განთავსდა კომპანია WeCharge-ის პორტაბელური დამტენების (Power Bank) გაზიარების სადგურები.

WeCharge-ის სერვისის უპირატესობები:  

* უნივერსალური თავსებადობა: თითოეული პორტაბელური დამტენი აღჭურვილია სამი სხვადასხვა ტიპის კაბელით, რაც თავსებადია როგორც Android, ისე iOS სისტემის ყველა თაობის სმარტფონსა და პლანშეტთან.

* მობილურობა და თავისუფლება: სერვისის მთავარი უპირატესობა „გაზიარების“ პრინციპია — თქვენ შეგიძლიათ აიღოთ დამტენი უნივერსიტეტში განთავსებული სადგურიდან და დააბრუნოთ იგივე ან ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, სადაც WeCharge-ის სადგურია განთავსებული (ლოკაციების ნახვა შესაძლებელია აპლიკაციის ციფრულ რუკაზე).

* სპეციალური პირობები: მომხმარებლებისთვის სარგებლობის პირველი 30 წუთი სრულიად უფასოა.

როგორ ვისარგებლოთ სერვისით?

სერვისის გასააქტიურებლად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი:

* დაასკანერეთ სადგურზე განთავსებული QR კოდი;

* ჩამოტვირთეთ WeCharge-ის მობილური აპლიკაცია;

* მიჰყევით ინსტრუქციას და სულ რამდენიმე წამში შეძლებთ პორტაბელური დამტენის გამოყენებას.