თსსუ-ის კვლევითი პროექტები სამეცნიერო კონკურსებში გამარჯვებულთა შორისაა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2025 წლის კონკურსებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გამარჯვებულთა შორის მოხვდა. 

თსსუ კონკურსებში როგორც გამოყენებითი, ისე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით მონაწილეობდა.

გამოყენებითი კვლევებისათვის საგრანტო პროექტების თემებია:

ფაგის შემცველი ჭრილობის შემახორცებელი ნატურალური ბიოადჰეზივი

კვლევის ხელმძღვანელი: ლაშა ბაკურიძე, თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ამნიონიური ქსოვილიდან გამოყოფილი პეპტიდების ფრაქციის სტანდარტიზირება და ფარმაცევტული პროდუქტის მიღება

კვლევის ხელმძღვანელი: ია ფანცულაია, თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.

ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო პროექტების თემებია:

ელექტრული სტიმულაციის რეგენერაციული ეფექტები ტრავმირებული ჰიპოკამპური ორგანოტიპური კულტურის მიკროქსელებზე

წამყვანი ორგანიზაცია: თავისუფალი უნივერსიტეტი

მონაწილეები: ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი – ნათია გვილავა, ალტე უნივერსიტეტი

ბერბერინის ჰიდროქლორიდის ლიპოსომური ბუკალური ფირფიტების ეფექტიანობა მონოთერაპიისას და როზუვასტატინთან კომბინაციაში ჰიპერლიპიდემიის ექსპერიმენტულ მოდელში

კვლევის ხელმძღვანელი: მაია ოკუჯავა, თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი პოლიეთერების ანალოგების ქიმიური-ენზიმატური სინთეზი

კვლევის ხელმძღვანელი: მაია მერლანი, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.