თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი“ მეორე ჯგუფმა წარმატებით დაასრულა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინოვაციური სასწავლო პროგრამა - „კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი“ -  მეორე ნაკადმა წარმატებით დაასრულა.

პროგრამა მიზნად ისახავს კლინიკური მენეჯმენტის სფეროში დასაქმებული და ამ მიმართულებით დაინტერესებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათთვის თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას.

აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში კლინიკური მენეჯმენტის განათლების განვითარების მიმართულებით და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა 36-საათიან ინტენსიურ მოდულს, რომლის ფარგლებში განხილული იყო კლინიკის მართვის, ორგანიზაციული განვითარებისა და ფინანსური მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის 20 მონაწილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადასცა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ მონაწილეობას და მიღებულ კვალიფიკაციას.

აღნიშნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში შემდეგ ნაკადს ტრენინგი  უახლოეს მომავალში ჩაუტარდება. სასწავლო პროგრამის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია.