თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ოფიციალური შეხვედრა თსსუ-ში 9 მარტს გაიმართა. ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ სტუდენტების გაცვლას სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და კონფერენციების ორგანიზებას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა ერთობლივი აკადემიური აქტივობის განხორციელებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებაში.