თსსუ-ს სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა. 

შეხვედრაზე უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს. 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს თანამედროვე მედიცინის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც შეხევდრის მონაწილეებმა აღნიშნეს, გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო სპეციალობების ტრანსფორმაციის ტენდენციებიც.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო განათლების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი მოტივაციის შექმნას, რაც მომავალში კვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. დაანონსდა საპასუხო ვიზიტიც.