თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის 45-ე საერთაშორისო სიმპოზიუმში (ISICEM 2026), რომელიც მიმდინარე წლის 17-20 მარტს, ბრიუსელში (ბელგია) გაიმართა.
ღონისძიებაზე თსსუ-ის პროფესორებმა ლევან რატიანმა და ლუიზა გაბუნიამ წარადგინეს პოსტერული მოხსენება თემაზე: „IL-6-ისა და sTREM-1-ის პროგნოზული მაჩვენებლები სეფსისის და სეპტიური შოკის მქონე მოზრდილებში სტანდარტულ მარკერებთან შედარებით“.
თსსუ-ის დელეგაციამ ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ პროფესიულ და აკადემიურ ლექციებსა და პრეზენტაციებში, სადაც განხილული იყო ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის დარგის უახლესი მიღწევები, თანამედროვე მიდგომები და კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხები.