თსსუ-ის პროფესორები ევროპის შინაგანი მედიცინის კონგრესზე (ECIM 2026)

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ევროპის შინაგანი მედიცინის კონგრესზე (ECIM 2026) სპეციალური მიწვევით, როგორც საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია-ის პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ ყანდაშვილმა.

თსსუ-ის პროფესორი იყო როგორც სამეცნიერო მომხსენებელი, ასევე  პულმონოლოგიური სესიის თავმჯდომარე. კონგრესის ფარგლებში, მან ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო EFIM-ის გენერალურ ასამბლეაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან კონგრესში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის პროფესორებიც. მათ წარადგინეს 7 სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ზეპირი პრეზენტაციების, ასევე პოსტერული მოხსენებების ფორმატში.

კონგრესის ფარგლებში თსსუ-ის პროფესორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი EFIM-ის სამეცნიერო და კლინიკურ სამუშაო ჯგუფებში, პროფესიულ შეხვედრებში. მათ ასევე მოისმინეს თანამედროვე სამეცნიერო ლექციები, სადაც განხილული იყო შინაგანი მედიცინის უახლესი მიღწევები და თანამედროვე მიდგომები. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიზანმიმართული ძალისხმევა შინაგანი მედიცინის განვითარების მიმართულებით, როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

წლევანდელი კონგრესი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო - ღონისძიებამ მოიცვა შინაგანი მედიცინის თითქმის ყველა მიმართულება. კონგრესში მონაწილეობდა მსოფლიოს 41 ეროვნული სამედიცინო საზოგადოება.