თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გრძელდება - მორიგი ეტაპი 24 აპრილს დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე – „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“.

სასწავლო პროგრამა 20 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდა. ხუთდღიანი ტრენინგის მიზანი იყო მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, სამედიცინო განათლების თანამედროვე მიდგომების გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

ტრენინგები მიმდინარეობდა ინტერაქტიულ ფორმატში. მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში და განიხილავდნენ მომხსენებლების მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

ტრენინგების ციკლი წარმოადგენდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს და მიზნად ისახავდა აკადემიურ სივრცეში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობასა და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ტრენინგების ციკლი გრძელდება. მორიგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.