თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მალვინა ჯავახაძე ‘’ESCMID Global 2026’’ -ის 36-ე კონგრესზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მალვინა ჯავახაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) მიერ ორგანიზებულ 36-ე საერთაშორისო კონგრესზე — ESCMID Global 2026, რომელიც გაიმართა ქ. მიუნხენში (გერმანია).

სამეცნიერო ღონისძიებაზე ასოცირებულმა პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ წარადგინა ორი სამეცნიერო აბსტრაქტი, რომლებიც შეეხებოდა ინფექტოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ერთ-ერთი ნაშრომი წარმოდგენილი იყო ზეპირი მოხსენების ფორმატში, ხოლო მეორე პოსტერის სახით. კონგრესზე, რომელიც 2026 წლის 16–21 აპრილს მიმდინაროებდა აბსტრაქტები წარმოდგენილი იყო  მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან. 

ESCMID Global  ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმია, რომელიც აერთიანებს დარგის წამყვან სპეციალისტებს და მიზნად ისახავს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების სფეროში თანამედროვე მიღწევების, ინოვაციური მიდგომებისა და არსებული გამოწვევების განხილვას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოება (ESCMID) აერთიანებს 14 500-ზე მეტ წევრს მსოფლიოს მასშტაბით. მალვინა ჯავახაძე აღნიშნული პროფესიული გაერთიანების წევრია უკვე 18 წელია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.