თსსუ-ის სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში კიდევ 11 ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანამონაწილეობით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი - „აჭარის რეგიონში 1937–1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება: აღდგენის, დოკუმენტირებისა და იდენტიფიცირების ქართული პროექტი“. 

პროექტის ფარგლებში კიდევ 11 ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა. კვლევითი პროცესი ხუთი  წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ხოლო დნმ-ის კვლევა ჩატარდა პოლონეთში, პრემორანის სამედიცინო უნივერსიტეტის გენეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში.

იდენტიფიცირების შედეგად ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი წინაპრები ღირსეულად დაკრძალონ. 

პროექტის მთავარი მიზანია აჭარის რეგიონში 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით და მათი ღირსეული დაკრძალვის უზრუნველყოფა. 

პროექტის ხელმძღვანელია ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრის პროფესორი ნიკოლას ჰერმანი. პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი.

პროექტის ახალგაზრდა მეცნიერთა გუნდის შემადგენლობაში არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის პედაგოგი და საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) პრეზიდენტი მერი გონაშვილი, თეა თაყნიაშვილი - საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი და ბუბა ჩაჩხიანი - საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი.

აჭარის ტელევიზია - სიუჟეტი

საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა -  "დღე პირველ არხზე"