თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია, თემაზე: “ბარიატრია: მულტიდისციპლინური მიდგომა”. შეხვედრის მიზანს ბარიატრიული ქირურგიის თანამედროვე მიდგომების, კლინიკური პრაქტიკისა და პაციენტის მართვის მულტიდისციპლინური მოდელის განხილვა წარმოადგენდა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
• ნინო ჩარკვიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
• დავით აბულაძე - ზოგადი და ბარიატრიული ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი;
• თამარ შერვაშიძე - ნუტრიციოლოგ-ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი;
• მარიამ გრიგორიანი - კარდიოლოგი;
• ხათუნა თაბაგარი - თერაპევტი;
• სოფიო მატარიძე - ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
დისკუსიის ფარგლებში, მოწვეულმა სპეციალისტებმა დეტალურად განიხილეს ბარიატრიული ჩარევების კლინიკური ჩვენებები, პაციენტის მართვის მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა, ბარიატრიული ქირურგიის ტრადიციული და თანამედროვე ინოვაციური მეთოდები, აგრეთვე პოსტოპერაციული პერიოდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალისტებისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ბარიატრიული ქირურგიის თანამედროვე სტანდარტებისა და პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
ღონისძიებას, რომელიც 2026 წლის 22 მაისს საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.