თსსუ-ის წარმომადგენლის საქმიანი ვიზიტი ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების Erasmus+ - ის ოფისის კოორდინატორი, ნინო კანდელაკი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ ცვიკაუში, თსსუ-ის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Westsächsische Hochschule Zwickau), სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგის კვირეულში (International Training Week).

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. პროგრამა მიზნად ისახავდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევების განხილვას.

ვიზიტის ფარგლებში ნინო კანდელაკმა საერთაშორისო მონაწილეებს გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და თანამშრომლობის არსებული მიმართულებები. შეხვედრებისა და სამუშაო სესიების დროს, ასევე განიხილეს სხვადასხვა უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

თსსუ-ის წარმომადგენლის საქმიანი ვიზიტი ქ. ცვიკაუში (გერმანია) 2026 წლის 1–5 ივნისს მიმდინარეობდა.