„სოციოლოგია ჯანდაცვაში“ - თსსუ-ში პირველკურსელთა საანგარიშო ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრადიციულად გაიმართა პირველკურსელთა საანგარიშო შეხვედრა თემაზე – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“.

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კვლევით საქმიანობასთან ინტეგრირება და კვლევითი უნარების განვითარება.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს მცირე კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებზე:

- "ფსიქიკური ჯანმრთელობა - სტიგმა ახალგაზრდებში";

- „დემოგრაფიული გამოწვევები საქართველოში და მათი შეფასება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტექსტში“;

- „გენდერული როლების ტრანსფორმაცია თანამედროვე ოჯახში“;

- „კიბერსპორტი როგორც სოციალური და ჯანმრთელობის გამოწვევა“;

- "ადმინისტრაციული შემოსავლების ტრანსფორმაცია კრიტიკული ჯანდაცვის კაპიტალად საქართელოში";

- „თვითმკურნალობა და ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობები, რისკები და თანამედროვე ტენდენციები“;

- „სოციალურ მედიაში გავრცელებული სამედიცინო დეზინფორმაციის გავლენა ახალგაზრდების ჯანმრთელობით ქცევაზე“ ;

- ,,ხელოვნური  ინტელექტის გამოყენების ეთიკური ნორმები განათლებაში”;

- „გენდერი და სოციალიზაციის პროცესი თანამედროვე საზოგადოებაში“;

- „თანამედროვე ოჯახის სტრუქტურა და მისი გავლენა პიროვნების განვითარებაზე“ ;

- „ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში“;

- „ევთანაზია: სტუდენტთა დამოკიდებულება ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური ასპექტების მიმართ“;

- „ექიმების მიმართ ნდობის კრიზისი და მისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორების შეფასება “;

- „ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო აქტივობა სტუდენტებში“;

- „სწრაფი კვება და ჯანმრთლობა“.


საანგარიშო შეხვედრის ბოლოს, რომელიც 2026 წლის 16 ივნისს გაიმართა, სტუდენტებსა და თემის ხელმძღვანელებს გადაეცათ სერტიფიკატები.