თსსუ-ის დელეგაცია EU-RESOLVE-ის პირველ საერთაშორისო კონფერენციასა და ტრენინგ-სკოლაში

თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო EU-RESOLVE (COST Action CA24138)-ის პირველ საერთაშორისო კონფერენციასა და ტრენინგ-სკოლაში. ღონისძიება, რომელიც 16 ივნისს პორტოში (პორტუგალია) დაიწყო,  18 ივნისს დასრულდა. 

ღონისძიებაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან 400-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა.

თსსუ-ის ჯგუფს საერთაშორისო კონფერენციასა და ტრენინგ-სკოლაში  EU-RESOLVE პროექტის კონფერენციებისა და ვორქშოფების კოორდინატორი, ნონა ჯანიკაშვილი ხელმძღვანელობდა. კონფერენციაზე ქართველმა ახალგაზრდა მკვლევრებმა საკუთარი ნაშრომები ფლეშ-თოქებისა (Flash Talks) და პოსტერ-პრეზენტაციების ფორმატში წარადგინეს.

სამეცნიერო აქტივობების პარალელურად, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები მნიშვნელოვან საორგანიზაციო როლსაც ასრულებენდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის სოციალური მედიის მმართველ ჯგუფში.

EU-RESOLVE-ის პროექტის მთავარი მიზანია ანთებითი დაავადებების მკურნალობის ახალი, ეფექტიანი მიდგომებისა და თერაპიული სტრატეგიების შემუშავება. პროექტში ქართული მხარის მრავალმხრივი და აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას გლობალურ კვლევით სივრცეში.