ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტმა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო.
24 ივნისს პირველი შეხვედრა თსსუ-ის სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლებისთვის გაიმართა. ტრენინგის თემა იყო ანაფილაქსიის მართვა სტომატოლოგიურ კაბინეტში, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ანაფილაქსიის კლინიკური მართვის ინსტრუმენტები.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაფილაქსიური რეაქციის დროს სწრაფ და ეფექტიან მოქმედებას.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ბრწყინვალების ცენტრის სტატუსს ფლობს. სწორედ ამ სტატუსისა და ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის ტრენინგების ციკლი გაგრძელდება და 25 ივნისს – თსსუ-ისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო, 26 ივნისს – თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართება.