თსსუ-ის მ. შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ექსპედიცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მ. შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი რამაზ შენგელია, მუზეუმის თანამშრომლებთან - ეკატერინე მაჩიტიძესთან, ლევან ჯოჯუასა და ლია ბეზარაშვილთან ერთად, დასავლეთ საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო პოპულაციური გენეტიკის ისტორიის კვლევის ფარგლებში განხორციელებულ მორიგ სამეცნიერო ექსპედიციაში. 

ექსპედიცია განხორციელდა პენსილვანიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ თეოდორ შურისა და პენსილვანიის ბრინ ათინის კოლეჯის ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორ არამ იარდუმიანთან თანამშრომლობით. 

ექსპედიციის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს საკვლევი მასალის 300-მდე ნიმუში, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეგროვებულ მონაცემებთან ერთად დამუშავდება და შედარდება.

პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის გენეტიკური ისტორიისა და პოპულაციური პროცესების სიღრმისეულ შესწავლას.