თსსუ-ის რექტორმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ) გაიმართა.

კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. 

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვა, უახლესი სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენა, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა და მეცნიერების პოპულარიზაცია. 

აღნიშნულმა კონფერენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაში, თანამედროვე სამეცნიერო საკითხების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებას.