2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. საკუთარი საცხოვრებლის დატოვება 150 ათასამდე ადამიანს მოუხდა, რომელთაგან ბევრი კვლავ დევნილია.