თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ემერიტუს პედიატრს, პროფესორ ნუგზარ უბერს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
ნუგზარ უბერის პროფესიული და აკადემიური საქმიანობა ათწლეულებს მოიცავს.
პროფესორ ნუგზარ უბერის სამეცნიერო საქმიანობა ბავშვთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამედიცინო პრაქტიკისა და პედიატრიის განვითარებისთვის, არამედ მომავალი ექიმების პროფესიული აღზრდისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
ნუგზარ უბერის ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში არაერთხელ აღინიშნა. 2012 წელს იგი „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდა, ხოლო 2023 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფესორ ნუგზარ უბერს მრავალწლიანი, ნაყოფიერი პროფესიული და აკადემიური საქმიანობისთვის, პედიატრიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
თსსუ გულითადად ულოცავს ბატონ ნუგზარ უბერს 80 წლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს.
თსსუ ამაყობს ადამიანებით, რომელთა პროფესიული გზა, ცოდნა და გამოცდილება ქართული მედიცინის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.