„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.
აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. აქედან ხუთი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი და მოწვეული მასწავლებელია:
რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი;
დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი;
თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი;
დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი, თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი;
ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი.
დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადაეცათ.