თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტმა სტუდენტთა შეფასების პროცესში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში, სასწავლო კურსის - „ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა“ - ფარგლებში, სტრუქტურირებული ფინალური გამოცდა ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. 

სტრუქტურირებული ფინალური გამოცდა აღნიშნულ სასწავლო კურსში უკვე მეორე წელია ტარდება და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, გამოავლინონ პრაქტიკული უნარები, ანალიტიკური აზროვნება და კონკრეტული საკითხების შეფასებისა და გადაწყვეტის შესაძლებლობები. 

2026 წლის 5 ოქტომბერს, შეფასების პროცესის ობიექტურობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით, მეექვსე სემესტრის სტუდენტებმა ფინალური გამოცდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩააბარეს. 

AI ტექნოლოგიის დანერგვასა და სტრუქტურირებული გამოცდის მომზადებასა და ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა მასწავლებლებმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ასისტენტ-პროფესორი ლია გუმბარიძე, სასწავლო კურსის მოწვეული მასწავლებელი ივლიანე სურმავა, რომლებმაც გამოცდის მომზადებისა და ჩატარების პროცესის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. 

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სტუდენტთა შეფასების პროცესში წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების ერთ-ერთ მაგალითს და ხელს უწყობს შეფასების პროცესის განვითარებასა და სტუდენტების თანამედროვე პროფესიული უნარების გაძლიერებას.