პროფესორ ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

როგორ ჩავატაროთ VOSCE (ვირტუალური ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) Moodle-ის პლატფორმის გამოყენებით? -  ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში პედიატრიის დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე.

პროფესორმა მონაწილეებს გააცნო ვირტუალური ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (VOSCE) დაგეგმვისა და მომზადების სპეციფიკა, ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევების დამუშავების პრინციპები და Moodle-ის პლატფორმაზე შესაბამისი მონაცემების ატვირთვის პროცესი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს პრაქტიკული ხასიათის კითხვები და იმსჯელეს VOSCE-ის დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრამ პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და კლინიკური უნარების შეფასების თანამედროვე მეთოდების განხილვის შესაძლებლობა შექმნა.