თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო „მეცნიერების
რეგიონული
ფესტივალი
2026-ის“
დასკვნით
ღონისძიებაში,
რომელიც
ქალაქ
თელავში,
იაკობ
გოგებაშვილის
სახელობის
თელავის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ორგანიზებით
გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი
მიქანაძე;
მინისტრის
მოადგილე
ზვიად
გაბისონია;
კახეთის
მხარეში
სახელმწიფო
რწმუნებული
პლატონ
კალმახელიძე; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლები
და
მოწვეული
სტუმრები.
ფესტივალის ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის ღია სივრცეში „მეცნიერების
ქალაქი“
მოეწყო.
თსსუ-მ სტუმრებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო
და პრაქტიკული აქტივობები შესთავაზა, რომელთა მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და
სამედიცინო და საბუნებისმეტყველო დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება იყო.
თსსუ-ის
პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიკროსკოპის საშუალებით შეესწავლათ
მცენარეული ქსოვილები და კრისტალები, გაცნობოდნენ ჰერბარიუმის ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ
ფერადი რეაგენტების გამოყენებით ჩატარებული ქიმიური რეაქციების დემონსტრაციები და ქრომატოგრაფიული
სვეტის საშუალებით ნივთიერებების დაყოფის პროცესი. სტუმრებს ასევე შეეძლოთ, თავად მიეღოთ
მონაწილეობა კაფსულებისა და გელების დამზადებაში.
მონაწილეები ასევე გაეცნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკულ აქტივობებს, ტრავმის დროს დახმარების ძირითად მეთოდებს, მათ შორის სისხლდენის შეჩერებას, ტურნიკეტის გამოყენებას, ნახვევის დადებასა და იმობილიზაციას. მათ ასევე შეისწავლეს გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების ტექნიკა, მოზრდილებსა და ბავშვებში სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოღების მეთოდები და მულაჟზე არტერიული წნევისა და პულსის გაზომვა.
2026
წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“.
ფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმში გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში,
ახალციხესა და თელავში გაიმართა. თსსუ ტრადიციულად იყო წარმოდგენილი ფესტივალის ფარგლებში
გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
პროექტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის
მიზანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში
სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.