თსსუ-ის პროფესორი ირმა მანჯავიძე ევროპის სიმულაციის საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის ასოცირებული წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, ევროპის სიმულაციის საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის ასოცირებული წევრი გახდა. 

პროფესორ ირმა მანჯავიძის სამეცნიერო კომიტეტის წევრობა ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას ევროპული პროფესიული სიმულაციური ორგანიზაციების საქმიანობაში, საერთაშორისო კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო შეხვედრებსა და სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობას.

ევროპის სიმულაციის საზოგადოება (SESAM)- არის წამყვანი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ჯანდაცვის სფეროში სიმულაციის განვითარებას უწყობს ხელს.  ორგანიზაცია დაარსდა 1994 წელს, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის პროფესიონალებს, პედაგოგებს, მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, ადმინისტრატორებს, პაციენტთა უფლებების დამცველებსა და სიმულაციის სპეციალისტებს.

სამეცნიერო კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: საინტერესო თემატური მიმართულებების განსაზღვრა, თეზისების წარდგენის აქტიური პროცესის მართვა და მზარდი რაოდენობის მასალების საფუძვლიანი რეცენზირების კოორდინაცია. გუნდი ქმნის ინოვაციური სესიებისა და  მომხსენებლების მდიდარ ნაკრებს. მომავალში გუნდის მიზანია შესთავაზოს მონაწილეებს სიმულაციების გამოყენების  გამოცდილება, რომელიც წარმოშობს ახალ იდეებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას   სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლების გაუმჯობესებაში.