თსსუ-ის პირველსემესტრელი სტუდენტების საზეიმო მიღება - Welcome Party 2026

2026 წლის 15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის საზეიმო მიღება - Welcome Party 2026 გაიმართა.
ღონისძიება მუსიკალური და გასართობი პროგრამით იყო დატვირთული და პირველსემესტრელებისთვის სტუდენტური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო საღამოდ იქცა.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა მღებრიშვილმა.
საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ბენდმა „ნატო გელაშვილი და ჭოხოები“, სადღესასწაულო განწყობასა და მუსიკალურ ატმოსფეროს ასევე ქმნიდა დიჯეი თამთა თავართქილაძე.
საზეიმო მიღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.