თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „დივალის ფესტივალი“ აღნიშნეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინდოელმა სტუდენტებმა ტრადიციულად აღნიშნეს „დივალის ფესტივალი“ - ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფერადი დღესასწაული.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი პროგრამა. შესრულდა ტრადიციული ინდური ცეკვები და სიმღერები, გაიმართა სხვადასხვა სახის თამაშები. ორგანიზატორმა სტუდენტებმა სტუმრებს ინდური სამზარეულოს კერძებითაც უმასპინძლეს.

„დივალი“, რომელსაც „სინათლის ფესტივალსაც“ უწოდებენ, ინდურ კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღესასწაულია. იგი სიმბოლურად გამოხატავს სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე, სიკეთის - ბოროტებაზე და ცოდნის - უმეცრებაზე.