კლუბის მიზნები და ამოცანები:
კლუბი მიზნად ისახავს წევრთა აქტიურ ჩართულობას შემდეგი მიმართულებებით:
• სამეცნიერო კვლევების ჩატარება,ორგანიზება/მათში მონაწილეობა და პუბლიკაცია;
• მიმოხილვითი სტატიების წერა და საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით გამოქვეყნება;
• კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება/თანაორგანიზება და მათში აქტიური მონაწილეობა;
• ლაბორატორიული პრაქტიკუმი ვირთაგვებზე;
• განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ სამეცნიერო ღონისძიებებში საორგანიზაციო კუთხით მონაწილეობა;
• თსსუ-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა (საორგანიზაციო მიმართულებით);
• საერთაშორისო კავშირების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებაში აქტიურად ჩართულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან;
• სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაცია სტუდენტებში.
სამეცნიერო-კვლევითი კლუბი ნექსუსი 2025 წლის 1-ლ დეკემბერს დაფუძნდა და იგი წარმოადგენს სტუდენტურ გაერთიანებას, სადაც სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტები შეძლებენ დაიწყონ სამეცნიერო კარიერა. აქ არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა წევრმა საკუთარი სამეცნიერო იდეები პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნას. ამ ყველაფერში აქტიურად იქნება ჩართული თსსუ-ს სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის აკადემიური პერსონალი, რათა კლუბის წევრთა მიერ ჩატარებული თითოეული სამეცინიერო აქტივობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტებს.
კლუბის სტრუქტურა:
კლუბს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტთან ერთად იღებს საბოლოო სტრატეგიულ და მმართველობით გადაწყვეტილებებს. ასევე კლუბს ჰყავს პრეზიდენტისა და ვიცე- პრეზიდენტის მიერ შერჩეული ბორდი, რომლის დანიშნულებაცაა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა.
სამეცნიერო კვლევით-კლუბ „ნექსუსში“ შესაძლებელია გაწევრიანდნენ ნებისმიერი უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის,საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტები.
კლუბის დამფუძნებლები: იოსებ ნოზაძე და ვახტანგ მაზანაშვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კლუბის პრეზიდენტი: იოსებ ნოზაძე
ტელ: 555 59 13 59
Email: clubnexus@tsmu.edu