დეკანის გზავნილი

ძვირფასო მეგობრებო, 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტი ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებულია ფაკულტეტთა შორის. ჩვენი დარგის მიმართ განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდების ინტერესი. ფაკულტეტზე არის ყველა პირობა ახალი თაობის აღსაზრდელად. 

ჩვენი მიზანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყოს ღირსეული მოქალაქე, კონკურენტული სპეციალისტი, აღჭურვილი ღრმა თეორიული ცოდნით, სრულყოფილად ფლობდეს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სტომატოლოგიის ყველა განხრაში, რაც საექიმო საქმიანობაში მისი წარმატების საწინდარი იქნება.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო პროცესი განხორციელდება განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელი ბრძანებების და ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პრინციპების შესაბამისად.

სტომატოლოგიის ფაკულტეტზე 2012 წლის  ოქტომბრიდან მოქმედებს დიპლომირებული სტომატოლოგის რუსულენოვანი პროგრამა, ხოლო 2017 წლიდან ფაკულტეტზე ფუნქციობს სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა.

სტომატოლოგიის ფაკულტეტი ტრადიციული ფაკულტეტია და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ მომავალი თაობის სტომატოლოგების აღსაზრდელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ ბაზებს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყველა პირობას უქმნის სტუდენტებს სასწავლო პროცესში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ძლიერი და გამართული კლინიკური ბაზების ჩართვით.

სტომატოლოგიის ფაკულტეტს გააჩნია სამი მაღალი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კლინიკური ბაზები:
პრაქტიკული მეცადინეობა მიმდინარეობს დაბალკურსელებთან საფანტომო კურსის ათვისებით, ხოლო მაღალკურსელებთან – პაციენტის დემონსტრირებით და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში სტუდენტის მაქსიმალურად ჩართვის ფორმით.

მომავალი თაობების აღზრდას ჩვენს ფაკულტეტზე ემსახურება შემდეგი სასწავლო მიმართულებები და დეპარტამენტები:

1. ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართულება;

       1.1 ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;
       1.2 ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი.

2.ოდონტოლოგიის დეპარტამენტი;

3.პაროდოტოლოგიისა და ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტი;

4.ორთოდონტიის დეპარტამენტი;

5. ორთოპედიული სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ორთოპედიის მიმართულება;

       5.1 საფანტომო ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;
       5.2 კლინიკური ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი.

6. ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულება;

       6.1პირის ღრუს ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის დეპარტამენტი;

      6.2 ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი;

7.პირის ღრუს, თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტი.

სტომატოლოგიის ფაკულტეტზე აღიზარდა მრავალი ღირსეული თაობა. ყოველწლიურად გვყვავს რეზიდენტთა ახალი ნაკადი და დოქტორანტები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ და ვითვალისწინებთ მომავალ ექიმთა გულწრფელ სურვილს, კარგად დაეუფლონ თანამედროვე სტომატოლოგიის მიღწევებს და ხარისხიანი მკურნალობით დაუბრუნონ ადამიანებს ჯანსაღი ღიმილი.

ჩვენი მიზანია თითოეული სტუდენტის ინტერესის გაცნობა და მაქსიმალური თანადგომა. გავითვალისწინებთ ყველა საქმიან წინადადებასა და რჩევას.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მონაწილეობა ფაკულტეტის საქმიანობაში არის ჩვენი საერთო საქმე და წინაპირობა დარგის განვითარებისა და წინსვლისათვის.

თუ ჩვენთან სწავლას გადაწყვეტთ, დარწმუნდებით, რომ ეს თქვენს მიერ გაკეთებული საუკეთესო არჩევანი იქნება.

ჩვენ ერთ მიზანს ვემსახურებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთად გადავჭრით თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალურ პრობლემებს.

პატივისცემით,
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი სამსონ მღებრიშვილი