UNIcert®
UNIcert®- ის საერთაშორისი პროგრამა
ცენტრი გთავაზობთ ექსკლუზიურ შესაძლებლობას, გამოცდილ პედაგოგთა გუნდის დახმარებით, დაეუფლოთ დარგობრივ ენობრივ კომპეტენციებს ინგლისურსა და გერმანულ ენებში (B2-C1) და მოიპოვოთ UNIcert®-ის საერთაშორისო სერტიფიკატი (CEFR B2-C1). აღნიშნული კვალიფიკაცია მყარ საფუძველს ჩაუყრის თქვენს წარმატებულ კარიერულ წინსვლას საუნივერსიტეტო (გაცვლითი პროგრამები) და გლობალურ სამედიცინო სივრცეში.
2014 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და გახდა ევროპის ცენტრებისა და ინსტიტუტების ასოციაციის (European Association Centers and Institutions, AKS) წევრი. ცენტრი ევროკავშირის სივრცის გარეთ არსებული პირველი აკრედიტირებული ორგანიზაციაა. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება ცენტრის რეაკრედიტაცია.
უცხოური ენების ცენტრი უფლებამოსილია, UNIcert®-კომისიის მუდმივი ზედამხედველობით გასცეს (სერტიფიკატები დარგობრივ (სამედიცინო) ინგლისურსა და გერმანულ ენებში UNIcert® II (B2) / UNIcert® III(C1). აღნიშნული სერტიფიკატები ეფუძნება ენების სწავლების საერთო ევროპული ჩარჩოს მოთხოვნებს.
UNIcert® სერტიფიკატი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, მათ შორის Erasmus + და პროფესიული პრაქტიკა გაიარონ ევროკავშირის ქვეყნებში. სერტიფიკატი აღიარებულია ევროპაში სტუდენტთა მობილობის, მათი სპეციალობით დასაქმების შემთხვევაში.
კურსის ხანგრძლივობა და საფასური
|
UNIcert®
|
ხანგრძლივობა
|
საფასური
|
|
გერმანული UNIcert® II (B2)
UNIcert® III (C1)
|
24 კვირა (3 საათი კვირაში)
6 თვე
|
1
თვე 265 ლარი გამოცდა 260 ლარი
|
|
ინგლისური
UNIcert®
II (B2) UNIcert® III (C1) |
16 კვირა (3 საათი კვირაში)
4 თვე
|
1
თვე 265 ლარი გამოცდა 260 ლარი
|
კურსზე დაშვების წინაპირობა:
- უცხო ენაში 90 საათიანი სავალდებულო საუნივერსიტეტო კურსი (სწავლების I, II, III სემესტრი)
- მისაღები გამოცდა ენაში B1+ / B2 ( გასაუბრება და C-Test )
საგამოცდო ნიმუში გერმანულ ენაში იხილეთ
აქსაგამოცდო ნიმუში ინგლისურ ენაში იხილეთ
აქ
მისამართი: თსსუ-ის V სასწავლო კორპუსი, III სართული ან ადმინისტრაციული კორპუსი VIII სართული, ოთახი 820
ტელეფონი: 599 10 30 37 (ზოგადი ინფორმაცია); 599 96 12 02 (გერმანული) 555 51 08 55 (ინგლისური)
- foreignlanguagecentre@tsmu.edu