სტრუქტურა

საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო დაწესებულებებთან; ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს, ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო პროექტების საფუძველზე, ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების, ადმინისტრაციული, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობას საერთაშორისო მობილობის პროგრამებსა და საზაფხულო სკოლებში.

საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილების ამოცანაა უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტუდენტთა კონტიგენტის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, კოორდინირება საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და მხარდასაჭერად. კერძოდ: საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე; ჩარიცხვის პროცედურის კოორდინირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარსადგენად, სტუდენტების ჩარიცხვათა ბრძანებების პროექტების მომზადება; საერთაშორისო სტუდენტების ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნა, აგენტებთან და ორგანიზაციებთან ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული სტუდენტების რაოდენობისა და სტატუსის აღრიცხვა; ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის ეკონომიკურ დეპარტამენტისთვის აგენტებთან და სტუდენტთა მომზიდავ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების ვალდებულების შესახებ. საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სტრატეგიის მომზადება და კამპანიის წარმოება, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მიზნით ორგანიზაციებსა და აგენტებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოფენებსა და პრომო-ტურებში მონაწილეობა, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად უნივერსიტეტის მარკეტინგული მასალების შექმნა/განახლება.

საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილება თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით. განყოფილება აქტიურად თანამშრომლობს დონორებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან საერთაშორისო გრანტებისა და დაფინანსებების შესაძლებლობების იდენტიფიცირებისათვის; უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალსა და სტუდენტებს აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების საგრანტო პროგრამების თაობაზე; დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პირობების შესახებ და ეხმარება საგრანტო წინადადებების შემუშავებაში, პროექტებში ჩართვაში და მათ მართვაში.