ჩარიცხვის წესი - საერთაშორისო სტუდენტებისთვის


I ეტაპი: დოკუმენტების წარდგენა 

ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული 2 ასლი

1. პასპორტი
2. საშუალო სკოლის ატესტატი
3. გასაუბრება/ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი)
IELTS, TOEFL, VERSANT, DUOLINGO

18 წლამდე აპლიკანტებისთვის: დაბადების მოწმობა და მშობლის/მეურვის პასპორტი ტრანსფერი სტუდენტებისთვის:: ოფიციალური ტრანსკრიპტი თუ თქვენს დოკუმენტებს წარადგენს სხვა პირი: მინდობილობა

I I  ეტაპი : თანხმობის წერილის მიღება
1.   დაელოდეთ თანხმობის წერილს თსსუ-დან, რომლის დამზადებას სჭირდება 5 სამუშაო დღე.
2.  თსსუ-დან თანხმობის წერილისა და თქვენი დოკუმენტების ერთი ასლის მიღების შემდეგ, წარადგინეთ ისინი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
3. მიიღეთ აღიარების წერილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და წარადგინეთ იგი თსსუ-ში.

I I I  ეტაპი: ჩარიცხვის ბრძანება
1.    ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ ელექტრონულად.
2.    დაგეგმეთ სავიზო პროცედურები, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით სტუდენტი.

დაგვიკავშირდით:   (+995 32) 254 24 77   admissions@tsmu.edu