საინჟინრო და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და კომპეტენციები
ა) საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა/ნაგებობების აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა;
ბ) უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება (ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საკუთარი ძალებით ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში შესაძენი სამშენებლო მასალების შესყიდვისთვის საჭირო მოთხოვნის დამუშავება, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი);
გ) სახანძრო და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების (სივრცეთა/შენობა-ნაგებობების) მონიტორინგი.