ა)საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე, მიწის ნაკვეთებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ)უნივერსიტეტის კუთვნილი მატერიალური აქტივების დაცვა;
გ)მოითხოვოს თანამშრომლებისაგან, სტუდენტებისა და გარეშე პირებისაგან სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის შესრულება;
დ)უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები წესრიგის დამრღვევ პირთა მიმართ და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სათანადო უფლებამოსილების მქონე პირს და პოლიციის უახლოეს დანაყოფს;
ე) უზრუნველყოს სსმ/შშმ პირების დახმარება უნივერსიტეტის შენობაში შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით;
სამსახურის მიერ უნივერსიტეტის შენობებში, შიდა და გარე პერიმეტრზე, მიწის ნაკვეთებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ლოკაციების დაცვა ხორციელდება:
ა)სპეციალური სამეთვალყურეო პუნქტებიდან;
ბ) გარე და შიდა პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაცვის სხვა ფორმებისა და მეთოდების, მათ შორის ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - აკაკი დანელია, ტელ.: 568-99-65-51
დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ტელ.: 555-34-09-03