საჯარო მეტყველების კურსი ინგლისურ ენაზე
ტრენინგის აღწერა
ტრენინგის მიზანია მონაწილეთა პროფესიული და აკადემიური პრეზენტაციების და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება, მონაწილეთა თვითგამოხატვის და აუდიტორიის მართვის უნარების გაუმჯობესება. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პრეზენტაციებს.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ, დამაჯერებლად წარადგინონ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით; პრეზენტაციის სტრუქტურის, ვიზუალური ელემენტებისა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპების გამოყენებას; აუდიტორიის ინტერესის შენარჩუნებას სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.
ტრენინგის თემები
პრეზენტაციის ძირითადი პრინციპების (მომზადებისა და წარდგენის) შეფასება;
პრეზენტაციის სტილის შეფასება;
შესაბამისი აკადემიური ლექსიკის მომზადება პრეზენტაციისთვის;
პრეზენტაციის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;
სლაიდის წარდგენის მახასიათებლები;
კარგი პრეზენტაციის მახასიათებლების ანალიზი და სასარგებლო რჩევები პრეზენტაციის წარდგენისთვის;
მოკლე პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
ერთმანეთის პრეზენტაციების შეფასება და უკუკავშირის მიცემა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 5-7 მსმენელი;
ტრენინგის გავლის წინაპირობა: ინგლისური ენის B1 ან B2 დონეზე ცოდნა
ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შესავსები სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ
აქ.