კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ქ.ლიუბლინში, პოლონეთი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი); მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი  
პასპორტის ასლი. 

სტიპენდიის რაოდენობა:

პოლონეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 13  დეკემბრის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე  nkandelaki@hotmail.com, or Erasmus@tsmu.edu (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (BA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტი).

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:


დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 2016 წლის 13 დეკემბერი 4 სთ;
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი).

შენიშვნა: 

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:Ønkandelaki@hotmail.com or  Agnieszka Billewicz <agnieszkabillewicz@umlub.pl

International Relations Team
Medical University of Lublin
al. Racławickie 1 (Collegium Novum)
20-059 Lublin
Tel.+ 48 81448 5130
e-mail: agnieszka.billewicz@umlub.pl

იხილეთ დანართი:

Learning Agreement