გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ევროპული გაიდლაინის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

2016 წლის 27 დეკემბერს 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის ორგანიზებით  გაიმართება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ევროპული გაიდლაინის ქართული ვერსიის პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, შედგება ქართული პრევენციული კარდიოლოგიის ფუძემდებელთა და მოამაგეთა დაჯილდოება ასოციაციის საპატიო ჯილდოთი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის "საბჭოების დარბაზი".