მთავარი
ძვირფასო კოლეგებო!
მედიცინა მეცნიერებაა, “სადაც წვრთნა და სწავლა ხელიხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს.” პროფესიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე განსწავლა, ცოდნის სრულყოფა ექიმის მოვალეობაა.
აუცილებელია მუდმივად ცოდნის განახლება, გაღრმავება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, დახვეწა. “ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რაც უფრო ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება.”
ცოდნა ხომ, ექიმისთვის ორლესული იარაღია, როგორც ცხოვრების, ასევე პროფესიულ გზაზე და ამავე დროს სულიერი შვების მომნიჭებელიცაა.
პროფესორი ზაზა ბოხუა,
ინსტიტუტის დირექტორი