სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”

სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”

თსსუ - ში სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი დაარსდა 1984 წლის 25 ოქტომბერს.  მისი დამაარსებლები იყვენ:  ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტები - ბადრი მაჭავარიანი და გოგიტა დათუკიშვილი, სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი - დავით ქევხიშვილი და სან-ჰიგიენური ფაკულტეტის სტუდენტი - გელა მგელაძე.

დაარსების დღიდან ანსამბლი აქტიურად ჩაერთო თსსუ - ისა და საქალაქო ღონისძიებებში. გამართა სოლო კონცერტები თსსუ -ში, მედიცინის მუშაკთა სახლში  და „შავნაბადა“-ზე.   

წარმატებული იყო ანსამბლის გამოსვლა თბილისში 1986 წელს, სტუდენტურ დღეებზე, სადაც ანსამბლს მიენიჭა ილიკო სუხიშვილის სახელობის პრიზი - „საუკეთესო  ქორეოგრაფიისათვის“ (ჟიურის თავმჯდომარე თ. სუხიშვილი).

ანსაბლის საგასტროლო მოგზაურობები:

1. პოლონეთი - 1989 წელი

2. იტალია - 1991, 93, 95,96 (ორჯერ), 97 

3. საბერძნეთი - 1995, 96, 2001, 2003

4. ბელგია - 1994, 98, 2009, 2011

5. ესპანეთი - 1998, 2008 (კანარის კუნძულები), 2012

6. გერმანია, ლუქსემბურგი - 1999

7. რუსეთი (მოსკოვი) - 2000

8. ჩეხეთი - 2001

9. იტალია - 2001, 2002, 2003, 2004, 2005 (ორჯერ), 2007

10. თურქეთი - ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია-თბილისი“ (თსსუ)- 2006

11. იტალია - ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია-თბილისი“ (თსსუ)- 2007

12. პორტუგალია - 2008

13. საფრანგეთი - 2009, 2011

14. შვეიცარია - 2010

15. ინგლისი - 2011

16. იტალია  - 2012, 2015, 2016 

17. იტალია, ჩეხეთი - 2017

18. საბერძნეთი ,  ბელგია -  2018

19. აშშ, ატლანტა, ჯორჯია - 2019

20. ინგლისი - ონლაინ ფესტივალის დიპლომი, მსოფლიო ცეკვის ბილლინგამის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი - „პატარა ქალაქის გლობალური გულის ცემა“ - 2020 წ. 10. 08. ( პანდემია)

21. ბულგარეთი - სერტიფიკატი, ვირტუალური გამოცემა ქ. ვარნის უნივერსიტეტის ცეკვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი -„მეგობრობის შეხვედრები“- 2020 წ. 21-22 ნოემბერი. (პანდემია). 

ანსამბლი, მარტო იტალიაში, 18 - ჯერ მიიწვიეს,  ევროპისა თუ მსოფლიო ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. 

ანსამბლს  არასდროს დაურღვევია საგასტროლო, საკონსულო  და სავიზო შეთანხმება. 

1994 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ანსამბლს მიანიჭა - საპატიო „სახალხო ანსამბლის“ წოდება.

1996 წელს, იტალიაში, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე ანსამბლს მიანიჭეს - „საუკეთესო ანსამბლის“ წოდება.

ამავე წლის სექტემბრის თვეში,  ბადრი მაჭავარიანი აყალიბებს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს  სახელწოდებით „იბერია - თბილისი“.

1998 წელს, ქართული ეროვნული II ქორეოგრაფიული ფესტივალის ჟიურიმ ანსამბლს მიანიჭა - საპატიო III ადგილი  (ჟიურის თავმჯდომარე თ. სუხიშვილი).

2000 წელს, ხალხური შემოქმედების საქალაქო  ოლიმპიადაში  მიღწეული წარმატებისათვის ანსამბლი დაჯილდოვდა  - საპატიო სიგელით (ქ. თბილისის კულტურის სამსახურის უფროსი დ. ოქიტაშვილი).

2001 წელს, ჩეხეთში,  ამერიკის რადიო „თავისუფლების ხმა“- მ სპეციალური გადაცემა მოაწყო ანსამბლის ევროპაში წარმატებული გამოსვლების შესახებ. ჩეხეთში ანსამბლმა მოიპოვა I ადგილი.

2003 წელს, ანსამბლი წარდგენილი იქნა   „წინანდალის“ პრემიაზე,  ნომინანტად.

2004 წელს, იტალიაში, სარდინიაზე,  ქ. ნუოროს  „საერთაშორისო, ევროპული   ფოლკლორული ხელოვნება და ხალხთა კულტურა“-ს ფესტივალი, პრემიითა და სპეციალური საჩუქრით, აჯილდოვებს ბატონ ბადრი მაჭავარიანს,  როგორც სახალხო ანსამბლ „ქართული ფოლკლორი“-ს  წარმომადგენელს (საქართველო), ხალხური კულტურისა და მისი იდენტურობის დაცვისათვის,  აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის, მაღალი  კომპეტენციისათვის და  მსოფლიოში ხალხური ტრადიციების შენარჩუნებისათვის. 

2010 წლის ოქტომბრის თვეში, „რედისონი sas - ივერიის“ სასტუმროში, ეროვნული ფოლკლორული ფესტივალის უცხოელ სტუმართა ჟიურიმ, ანსამბლს მიანიჭა  - საპატიო ტიტული „რედისონ sas  - ივერიის“ ვარსკვლავი - ეროვნული იდეალების ერთგულებისათვისა და პროფესიონალიზმისათვის  (ქ. თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი - ნ. სეფისკვერაძე, კავშირი „განმანათლებელი“- ს გენ. დირექტორი ზ. ალექსიძე).

ამავე წელს, ანსამბლი მონაწილეობას ღებულობს  საქართველოს ტელევიზიის, I არხის გადაცემა “ჩვენი დილა“-ს მიერ ორგანიზებულ საკონკურსო  პროგრამა „ქართული ცეკვა“-ში. კომპენტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით (ჟიურის წევრები: ლეგენდარული მოცეკვავეები  ქ -ნი იამზე დოლაბერიძე, ბ-ბი ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე და  თენგიზ უთმელიძე) თსსუ - ის სახალხო ანსამბლის სოლისტებმა  I ადგილი მოიპოვეს (ნინი სიხარულიძე და ლაშა გაბისონია).

2011 და 2014 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და  კომპენტენტურმა ჟიურიმ  ანსამბლს მიანიჭა  - პრიზი „საუკეთესო შესრულებისათვის“- ს.

2012  წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და კომპენტენტურმა ჟიურიმ  ანსამბლს მიანიჭა -  საპატიო ჯილდო „საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმისათვის“- ს.

2013  წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და კომპენტენტურმა ჟიურიმ  ანსამბლს მიანიჭა -  საპატიო  „საუკეთესო ანსამბლის“  ტიტული. 

2014 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ქორეოგრაფ მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა (პრეზიდენტი, პროფ. რ. ჭანიშვილი, ვიცე პრეზიდენტი იური ტორაძე), ანსამბლს მიანიჭა „საქართველოს ქორეოგრაფ მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო წევრი“- ს წოდება. 

ამავე წელს, 16 დეკემბერს, „ წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის“ ანსამბლის ხელმძღვანელი, ბადრი მაჭავარიანი, დაჯილდოვდა საქართველოს ქორეოგრაფიის „ ამაგდარის ორდენით“. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2019 წლის მარტისა და აპრილის თვეში, თსსუ - ის ადმინისტრაციისა და  აშშ - ის მხრიდან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელის არჩილ უნდილაშვილის და  ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანის, პროფესორის გორდონ ჩარჩვორდის მიერ ორგანიზებული, ანსამბლის საგასტროლო მოგზაურობა აშშ - ში, შტატ ჯორჯია, ქ. ატლანტა,  სადაც ანსამბლმა, ემორის უნივერსიტეტში დიდი წარმატებით გამართა რამოდენიმე სოლო კონცერტი. რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის დიდი მეგობრის პროფესორ კენ ვოლკერის ხსოვნას.  

ამავე წელს, ქ. თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ (ხელ - ლი ი. გვილავა) ორგანიზებულ „სტუდენტური დღეები 2019“–ის   კომპენტენტურმა ჟიურიმ  (ქ - ნი თამუნა მელიქიშვილი, ბატ - ბი ტარიელ გოგობერიშვილი და ალეკო ქართველიშვილი),  ანსამბლს მიანიჭა -   „საუკეთესო ანსამბლის“  წოდება. 

საქართველოში ანსამბლს მრავალი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა სოლო კოცერტებისა თუ  სხვადასხვა ღონისძიებების დროს:  სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალურ დარბაზში“, ფილარმონიაში, ოპერაში, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის,  ზუგდიდის, ფოთის  და ყვარლის თეატრებში. 

ევროპის ქვეყნებში გასტროლების დროს ანსამბლი მართავს კონცერტებს ისეთ ცნობილ და უნიკალურ თეატრებში როგორებიცაა: იტალიაში - ქ. პოტენცას თეატრი, სიცილიაზე ქ. აგრიჯენტოს  „კონგრესის დარბაზი“,  ანტიკური “კონკორდიას ტაძარი“ ("Temple of Concordia"), ქ. კალტავუტუროში და სარდინიაზე  ქ. ნუოროში -„ამფითეატრები“, მოსკოვში – სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ - დანჩენკოს მუსიკალური თეატრი, ესპანეთში – „პალაუ დე ლა მუზიკა კატალანა“-ს უნიკალურ დარბაზი და ქალაქ ოურენსეს თეატრი „პრინციპალე“, ინგლისში – მიდდელსბროუგის თეატრი. 

ანსამბლი არის მრავალი  საერთაშორისო და  ეროვნული ფესტივალების ლაურეატი და იუნესკოს 2 კომიტეტის წევრი. 

თსსუ - ის სახალხო ანსამბლს მოპოვბული აქვს: 7 მთავარი პრიზი, 3 ოქროს მედალი, ევროპარლამენტის ეგიდით ჩატარებული ფესტივალის დიპლომი, „საუკეთესო ანსამბლი“-ს წოდება (იტალია 1996, საქართველო 2013 და 2019).

თსსუ - ის სახალხო ანსამბლში აღიზარდა მოცეკვავეებისა და მომღერლების მრავალი თაობა (მომღერალ ვაჟთა გუნდი „ფესვები“ (1996-2000 წ.), ლოტბარი დავით უზნაძე, რომელიც, 1992 წელს, თსსუ-ის სახალხო ანსაბლში მოიწვია ბადრი მაჭავარიანმა. მოგვიანებით შეიქმნა ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლ „შვიკდაცა“-ს 6 წევრი აღიზარდა თსსუ-ის სახალხო ანსამბლში: ბიძინა ზათიაშვილი, ნიკა კირვალიძე, ხოლო დავით ნოზაძემ, დავით შიშნიაშვილმა, ლევან თოლორდავამ და გიორგი ლომთათიძემ, ამასთან ერთად, დაამთავრეს თსსუ და დღესაც ეწევიან წარმატებულ სამედიცინო საქმიანობას). 

სხვადასხვა დროს ანსამბლში შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლების წევრები როგორებიც არის : “ფაზისი“,  „რუსთავი“, „ერისიონი“, „თბილისი“, „ქართული ხმები“, „ალილო“ და  „ურმული“. 

ანსამბლში, ბადრი მაჭავარიანების მიერ, სხვადასხვა დროს, მოწვეულები იყვნენ:  ლოტბარებად - იუზა კუბლაშვილი, ვაჟა ტალახაძე, დავით უზბნაძე, ბადრი ტუღუში, პაატა ცეცხლაძე და დავით რატიანი (უმცროსი).

ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელებად - შერმადინ დარჩიაშვილი, რევაზ შარიქაძე, დავით რატიანი.

 მთავარ ქორეოგრაფებად და ქორეოგრაფებად - გოგი ჩაჩავა, ჯავარ ნაჭყებია, თენგიზ ჯავახიშვილი,  გელა მგელაძე, სალომე ნიკურაძე და ენვერ გუჯაბიძე.

მუსიკოსებად მოწვეულნი იყვნენ : გარმონი - რობერტ ამროიანი, ალბერტ გიჯაშვილი, გივი ხოსროშვილი, ნუგზარ ჩხუტიაშვილი,  გოგი ბატიაშვილი, ლექსო ამაშუკელი, ბესო მეტრეველი.  დოლი - ბეჟან მაისურაძე.

ამჟამად, ანსამბლს ხელმძღვანელობს - თსსუ -ის კულტურის ცენტრის დირექტორი, ასოცოაცია „ქართული ეროვნული კულტურა“-ს პრეზიდენტი, ორდენ „ამაგდარი“-სა და იტალიის კულტურის პრემიის მფლობელი, ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - ბადრი მაჭავარიანი.

ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია - ლეგენდარული  ანსამბლ სუხიშვილების ერთ-ერთი საუკეთესო თაობის ყოფილი მსახიობ-მოცეკვავე, ღირსების ორდენის კავალერი - დავით უგრეხელიძე.

ანსამბლის ქორეოგრაფია - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - ინეზა კუპრეიშვილი

ანსამბლის ლოტბარია - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - დავით რატიანი 

ანსამბლის ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელია - ირაკლი  რატიანი.

მუსიკოსები: გარმონი - ვასილ ვარამაშვილი და  ნიკა გამეზარდაშვილი, დოლი - ტარიელ ბექაური და კახაბერ კანდელაკი. 


შეგილძლიათ იხილოთ : ანსამბლის ფეისბუქ გვერდზე - ანსამბლის ფოტო ისტორია.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.629649300394395&type=3

ვებ გვერდზე - ფოტოები, ჯილდოები, პრესა,  სატელევიზიო გადაცემები. 

http://tsmu.edu/ensemble/

კონტაქტი:

ბადრი მაჭავარიანი 

მობ: +(995 599) 57 92 69

E-mail: badriensemble@gmail.com