სპორტისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანებული სტუდენტობის ინტეგრირება სხვადასხვა ქვეყნის კულტურებსა და სპორტში

სპორტისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანებული სტუდენტობის ინტეგრირება სხვადასხვა ქვეყნის კულტურებსა და სპორტში

თსსუ-ის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, როგორც ვაჟები ასევე გოგონები, აქტიურად არიან ჩართულნი სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ შემოქმედებით ჯგუფებში, ანსამბლებში, სპორტულ სექციებსა და ნაკრებ გუნდებში. ისინი ხშირად მონაწილეობენ თსსუ -ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მიერ  და პირადად მათ მიერ დაგეგმილ  სხვადასხვა ღონისძიებებში და სპორტულ შეჯიბრებებში.

ყოველ ზაფხულს, თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ დრამატულ თეატრ „ჰიგია“-ს, კლასიკური მუსიკის ჯგუფს  და სახალხო ანსამბლის წევრებს,  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოყოფილი   ფინანსური  დახმარებით, ეძლევათ დიდი საშუალება წარმოადგინონ თავიანთი სპექტაკლები და კონცერტები, როგორც საქართველოში, თსსუ -ის „თეატრალურ დარბაზში“,  ასევე საზღვარგარეთ. 

ასე მაგალითად, დრამატული თეატრი „ჰიგია“, საქართველოში წარმატებული სპექტაკლების განხორციელების შემდეგ იმყოფებოდა გასტროლებზე თეატრალური ფესტივალების მიწვევით თურქეთში, აზერბაიჯანში, შვედეთსა და მონაკოში, სადაც მაყურებლისა და ჟიურის დიდი მოწონება და აღიარება ხვდა წილად. თეატრის რეჟისორის, ნათია გაუჯაბიძის ინიციატივით შექმნილი თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“- ს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა თეატრებმა, ასევე ჩამოსულმა თეატრებმა ბალტიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან და  აზერბაიჯანიდან.  მომავალში იგეგმება ქართველი და უცხოელი სტუდენტების ერთობლივი სპექტაკლების დადგმა.

კლასიკური მუსიკის ჯგუფმა (ხელმძღვანელი გოდერძი ჩიტაიშვილი), დიდი  წარმატებით გამართა კონცერტები  თბილისის ივ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში და ქ. ბათუმის მუსიკალურ სკოლაში. 

სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი 34 წლიანი წარმატებული ისტორიის მანძილზე (ხელმძღვანელი ბადრი მაჭავარიანი) იუნესკოს კომიტეტების მიერ, მრავალჯერ იყო მიწვეული მსოფლიოს სხვადასხვა ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ანსამბლი ყოველთვის წარმატებით გამოდის. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია ანსამბლი მრავალჯერ აღიარებული იქნა როგორც საუკეთესო ანსამბლი და მათ შესახებ ამერიკოს რადიო „თავისუფლების ხმა“-მ მოაწყო სპეციალური რეპორტაჟი პრაღიდან. 

თსსუ-ის სტუდენტთა შორის დიდი წარმატებით სარგებლობს უცხოელი სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონცერტები და სპექტაკლები, სადაც ისინი წარმოაჩენენ და აცნობენ ქართველ და სხვადასხვა  ქვეყნებიდან  ჩამოსულ სტუდენტებს თავიანთი ქვეყნის კულტურას, ფოლკლორს და ესტრადას.

 ქართველი და უცხოელი სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში, რომელიც ტარდება თსსუ-ში, მინიფეხბურთში, ფუტსალში, კალათბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, ძალოსნურ სპორტში და სხვა სპორტულ შეჯიბრებაში. გვყავს საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თსსუ-ის სტუდენტობას დიდი საშუალება აქვთ იყვნენ ინტეგრირებული სხვადასხვა ქვეყნის კულტურებთან და სპორტულ ცხოვრებასთან ერთად როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში.

სპორტისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანებული სტუდენტობის ინტეგრირება სხვადასხვა ქვეყნის