ღია კონკურსი აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების  დასაკავებლად

ღია კონკურსი აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მედიცინის, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე და  სამეცნიერო თანამდებობების  დასაკავებლად  თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.

საბუთები აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის მიიღება 2024 წლის 20 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10 სთ-დან 17 სთ-მდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, I სართული, ოთახი # 122).

- საკონკურსო აკადემიური თანამდებობები 

- საკონკურსო სამეცნიერო თანამდებობები 

- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი 

- დანართი 1

- დანართი 2

- დანართი 3

- დანართი 4

- რეკომენდაცია კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი კლინიკის თანხმობის წერილის შინაარსის შესახებ